მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საქართველომ 96 მლნ ლარის covid-ვაქცინები შეისყიდა

613a1b506ce11
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.21 19:14
466
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 95.7 მილიონი ლარი დაუჯდა. დოკუმენტი 2021 წლის პირველ 6 თვეში გაწეულ ხარჯებს ასახავს.

“საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 2,260,400-მდე დოზა ვაქცინა, ხოლო ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 316.8 ათასი დოზა (მათ შორის, 100.0 ათასი დონაციის სახით),” - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშში.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო, თუმცა მან ფართომასშტაბიანი სახე მხოლოდ ივლისიდან შეიძინა, როდესაც ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ადმინისტრირებულია 1,405,877 დოზა ვაქცინა, საიდანაც 536,394 ადამიანი ორჯერადად არის აცრილი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 869,483 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 30%-ია.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა არის განსაზღვრული. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტად მთავრობა 160 მილიონ ლარამდე მოიაზრებს.