მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საქართველოში 21.3 ათასი ტონა გათხევადებული აირი შემოვიდა - 95.3% რუსეთიდანაა

5f17f96be8ede
ინგა მურუსიძე
22.07.20 12:28
1205
2020 წლის ექვს თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კერძოდ, 2020 წლის ივნისში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია მაისის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 1,5 ათასი ტონით ანუ 65,2%-ით - მეტი გასული წლის ივნისის მონაცემებთან (2,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის 94,7% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში 21,3 ათასი ტონა გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი განხორციელდა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 52,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,0 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 95,3% რუსეთის ფედერაციიდანაა.