მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეზე მეტი არაანაზღაურებადი სტაჟირება აიკრძალება

5f0db81b8be6b
BM.GE
14.07.20 17:52
1967
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით მთელი რიგი ცვლილებების მიღებას ითვალისწინებს, რაც დამსაქმებლებს ათობით ახალ მოთხოვნას, რეგულაციას და ახალ ბიუროკრატიულ პროცესებს უწესებს. ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი არავინ იყო. კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, ხოლო მისი ინიციატორები კი არიან პარლამენტის წევრები ირაკლი კობახიძე, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი წესები იქნება დადგენილი ქვეყანაში სტაჟირებების შესახებ შეთანხმებების შესახებ, რომლის მიხედვითაც არაანაზღაურებადი შვებულება 6 თვეს არ შეიძლება აღემატებოდეს.

მუხლი 18. სტაჟირება

1. სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით (შემდგომ - „სტაჟიორი“).
2. დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
3. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.
4. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.
5. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების მიმართ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული დაცვის ყველა მინიმალური სტანდარტი, გარდა ამ კანონის VII თავით გათვალისწინებული მუხლებისა. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.