III კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატის შესაფასებლად PMC კვლევითმა ცენტრმა 60 ეკონომისტს შორის კვლევა ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა როგორც მეორე კვარტალთან, ასევე 2021 წლის III კვარტალთან შედარებით.
ამავე პერიოდში გამოკითხულმა ქართველმა ეკონომისტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალსა და 2021 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებები უარყოფითი იყო.
გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.
გამოკითხულთა პროგნოზით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2022 წელს საშუალოდ 8.2%-ია. ამასთან, მოსალოდნელია ინფლაციის წლიური კლება შემდეგ 6 თვეში.
ეკონომისტთა დიდი ნაწილი (75% და 71%, შესაბამისად) თვლის, რომ ქირის ფასების ზრდა და უძრავი ქონების ფასების ზრდა (მიგრანტების მხრიდან უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად), მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
ამავდროულად, რესპოდენტთა 65% ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უცხოური ვალუტის შემოდინებაც, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინელი და რუსი მიგრანტების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს და ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში იღებს.
ეკონომისტებმა 5 ბალიან სკალაზე (1-ძალიან უარყოფითი; 5-ძალიან დადებითი) შეაფასეს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს პორტებზე. ეკონომისტების 44%-ს დადებითი მოლოდინები აქვს,16% ამ სიტუაციას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად უყურებს, ხოლო 40% ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.
ივლისში საქართველოს ეკონომიკის 9.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, გამოკითხვის ფარგლებში, ეკონომისტებმა შეაფასეს საქართველის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზები. ეკონომისტთა უმეტესობა 88% და 80% ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვნად მიზეზებად ფულადი გზავნილების ზრდასა და ტურიზმის სექტორის აღდგენას ასახელებს. რესპოდენტთა 75% ასევე თვლის, რომ მიგრანტების შემოდინების შედეგად კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მოხმარება ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მეორეს მხრივ, არცერთი გამოკითხული ეკონომისტი ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებად არ ასახელებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ზრდასა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი