მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60 პიკაპის შესაძენად ჩაშლილი ორი ტენდერის შემდეგ მესამე 6-მილიონიანი შესყიდვა გამოცხადდა

608004492db00
BM.GE
22.04.21 00:00
787
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 60 პიკაპის შესაძენად ახალი - 5,983,200 ლარის ღირებულების შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისად, ეს უკვე მესამე ტენდერია, რომლითაც მთავრობა ამ ავტომობილების შესყიდვას გეგმავს, რადგან წინა ორ ტენდერში გამარჯვებული არ გამოვლინდა. 

სატენდერო პირობების თანახმად, შესასყიდი ავტომობილები 2020 წლის მოდელები უნდა იყოს და მას მინიმუმ 102 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 აპრილს იწყება და ის 23 აპრილს სრულდება - ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიებს განაცხადების მომზადებისთვის საკმაოდ შეზღუდული ვადები აქვთ დაწესებული.

პიკაპების შესაძენად გამოცხადებული წინა ტენდერისგან განსხვავებით, ამ ტენდერში საწყისი ფასი 90,000 ლარით არის გაზრდილი, შესაბამისად ერთი ავტომობილის ღირებულება 99,720 ლარი იქნება. 

ანალოგიური ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 29 მარტსაც გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, კომპანიებს საკუთარი წინადადებები 1-2 აპრილის შუალედში უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა განაცხადი არცერთმა ავტოიმპორტიორმა არ დაარეგისტრირა, რის შემდეგაც შესყიდვების სააგენტომ ახალი პირობებით მოამზადა ტენდერი.

ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ "ჯი თი მოტორსმა" მიიღო, თუმცა,  ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.