მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60 პიკაპის შესაძენად გამოცხადებული 5.9-მილიონიანი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა

607816e5c39e7
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.21 15:00
707
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 5,893,320 ლარიანი ტენდერი, რომლითაც მთავრობა 60 თეთრი პიკაპის შესყიდვას გეგმავდა, უშედეგოდ დასრულდა.

ამ შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია "ჯი თი მოტორსი" იღებდა, რომელიც სახელმწიფოს პიკაპების მიწოდებას 5,864,760 ლარად სთავაზობა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. 

ამ შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია "ჯი თი მოტორსმა", რომელიც, სახელმწიფოს ამ პიკაპების მიწოდებას 5,864,760 ლარად სთავაზობა, თუმცა შესყივების სააგნტოს თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. 

ანალოგიური ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 29 მარტსაც გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, კომპანიებს საკუთარი წინადადებები 1-2 აპრილის შუალედში უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა განაცხადი არცერთმა ავტოიმპორტიორმა არ დაარეგისტრირა, რის შემდეგაც შესყიდვების სააგენტომ ახალი პირობებით მოამზადა ტენდერი.