მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

600-მდე აპლიკანტია, საქართველოში ჯერ 10-მდე ჩამოვიდა - „იმუშავე საქართველოდან“ რიცხვებში

5f661091eeed6
თელარა გელანტია
19.09.20 21:44
1339

სამთავრობო პროგრამაში -  "იმუშავე საქართველოდან" მონაწილეობისთვის შესაბამისი აპლიკაცია 600-მდე უცხოელმა შეავსო - ასეთია 27 აგვისტოდან 18 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით მიღებული აპლიკაციების რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრციიდან გამოითხოვა.

ირკვევა, რომ 600-მდე უცხოელიდან საქართველოში სამუშაოდ 10-მდე მოქალაქე ჩამოვიდა, თუმცა არაა დაკონკრეტებული 1 უცხოელი ეწვია საქართველოს თუ - 9. 

"პასუხის მიღებიდან მოკლე დროში საქართველოში უკვე შემოვიდა 10-მდე პირი, რაც პროექტისადმი მაღალი ინტერესის მაჩვენებელია. მოქალაქეობის მიხედვით, შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და უკრაინა", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წერილობით პასუხში.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მიღებული აპლიკაციებიდან  250-ზე მეტი რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია დადასტურებულია, ხოლო 30-მდე აპლიკანტს უარი ეთქვა. 

მისივე ინფორმაციით, მიღებული აპლიკაციებიდან 55% ეკუთვნის - Freelancer-ს, 24% - Full-Time Employee-ს, 21%  კი - Entrepreneur-ს. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები 45 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

TOP-5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია:

რუსეთი - 26%
აშშ - 21%
დიდი ბრიტანეთი - 7%
კანადა - 5%
უკრაინა - 4%

რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა - სრული სია