მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

600-მდე ფერმერმა დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებით 2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო - სააგენტო

612cab929d955
თელარა გელანტია
30.08.21 13:56
661
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2 300 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი, რომელიც ღვინის საწარმოებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 29 აგვისტოს, 7 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებული ყურძენს.

შეგახსენებთ: 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ვენახები 4600 ჰა ფართობზე დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. ხოლო, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას, მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.