მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

600-მდე მეწარმე, ვისაც მერიისგან იჯარით აქვს აღებული ფართი, გადასახადისგან გათავისუფლდება

5e7349fa2fddb
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.20 14:38
1209
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია მეწარმეებისთვის დაწესებულ შეღავათებს აფართოებს და რამდენიმე თვის საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთი ან ფართი იჯარით თბილისის მერიისგან აქვთ აღებული. 

"ჩვენ მთელი წლის გადასახადისგან გავათავისუფლეთ ღია კაფე-ბარები, რომელთაც იჯარა ჰქონდათ აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ იჯარისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო დანიშნულებისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ მთავრობა მსგავსი ზომების მიღებას ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ურჩევს. 

თბილისის მერიამ 14 მარტს წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ღია კაფე-ბარები 12 თვის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.