22.აგვისტო .2019 15:30

6000–მდე პედაგოგი პროფესიას დატოვების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს

views 249
უკან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 6000–მდე პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელთაც პროფესიის დატოვების სურვილი გამოთქვეს, ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღებს.

"განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დასრულდა. მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი საპენსიო ასაკს მიღწეულმა 6000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ.

გარდა ფულადი ჯილდოსა, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში ხორციელდება", – განმარტავენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა