მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

610 მძიმე პაციენტიდან 167 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა - ბერდია სიჭინავა

6013b329a2eac
ინგა მურუსიძე
29.01.21 11:04
751
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 247 096-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 375, აჭარაში - 195, იმერეთში - 512. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში - 289, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში- 2, იმერეთში - 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 97 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 146 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 924 პირი, აჭარაში - 831, იმერეთში - 1 498.