მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

636 ახალი შემთხვევა თბილისში - კორონავირუსის გეოგრაფია

5f99217814be6
BM.GE
28.10.20 11:43
634
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ ინფიცირებულების გეოგრაფიაზე საქართველოში.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 012, აჭარაში - 673.

მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში - 267, აჭარაში - 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი - მათ შორის, თბილისში - 67, აჭარაში - 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 - აჭარაში, ხოლო 1 250 - თბილისში;

12 384 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 726, აჭარაში-1 788.
სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 390 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში - 3 283 პირი, აჭარაში - 11 793, იმერეთში - 4 072.