მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა - მთავრობა

61766f5ddf461
ინგა მურუსიძე
25.10.21 13:02
438
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა განკარგულება, რომლის თანახმად, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს საცხოვრებელი ბინები ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში მდებარეობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ინფორმაციისთვის: 2012 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.