29.მარტი .2020 19:00

660-მა მოქალაქემ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო ზონა დატოვა

views 658
უკან

ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები, 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„მოხარელები ვართ რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები ვინც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდნენ ყველა გადაყვანილია სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში, რომლებიც განთვსებულია სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებში.

ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ტრანსფერის და საკარანტინო ზონაში განთავსების პროცესი გამოირჩევა პრევენციული ზომების დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით და ოპერატიულობით.

მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს, რომლემაც გამოიჩინა გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო, რაც გამორჩეულად კარგი მაგალითია კერძო საჯარო თანამშრომლობის , განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტურად ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4700 მდე ადამიანი”-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს 3- ჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ. პარალელურად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა