მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში - დაღუპულია 4 ადამიანი

5e2b59c23c86a
BM.GE
25.01.20 00:52
1748

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ სივრიჯეში იყო.

დაღუპულია ოთხი ადამიანი, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაინგრა სულ მცირე 10 შენობა.

ძლიერ მიწისძვრას 15 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა დაახლოებით 500 000-მა ადამიანმა იგრძნო. მათ შორის საქართველოში, სირიასა და სომხეთშიც.