მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7-8 მარტს ჰააგაში უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულზე მოსმენა გაიმართება

6220a62844574
ინგა მურუსიძე
03.03.22 15:27
530
7-8 მარტს ჰააგაში უკრაინის საქმეზე მოსმენა გაიმართება. ინფორმაცია საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ჰააგაში ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება.

„ყველა ქმედება, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, კვალიფიცირდება როგორც სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას დაეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისი სარჩელი უკვე შეიტანა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. 7-8 მარტს ჩატარდება მოსმენა ჰააგაში.

ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელომძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისმგებლობაში და აღმოჩნდება ბრალდებულის სკამზე ჰააგაში“, - განაცხადა კასიანოვმა.