მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7-9 ოქტომბერს, საქართველო ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო გამოფენაზეა წარმოდგენილი

5d9b02414e4b8
თელარა გელანტია
07.10.19 14:00
725
7-9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა უძრავი ქონების მიმართულებით "EXPO REAL" გაიმართება. მასში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელშიც შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, მიუნხენის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა ადგილობრივ უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ. მისი თქმით, დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.



„გამოფენაზე წარდგენილია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება მიმზიდველი იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი უძრავი ქონების ბაზრით საერთაშორისო კაპიტალი დაინტერესდეს, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ასეთ შესაძლებლობებს ზრდის. მით უფრო, რომ საქართველოს დელეგაციას აქვს შეხვედრები უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც ისინი გაეცნობიან იმ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებს, რასაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს უძრავი ქონების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმართულებით," - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.



მიუნხენის საერთაშორისო გამოფენა მოიცავს გლობალური უძრავი ქონების ინდუსტრიის სრულ ჯაჭვს და აერთიანებს 45 000-ზე მეტ მონაწილეს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.