მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ბრენდული სასტუმრო, რომლებიც 2022 წელს თბილისსა და ბათუმში გაიხსნა

632db22486c77
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.22 09:30
4310
ბრენდირებული სასტუმროების პროექტებზე პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა - ამის შესახებ „გალტ & თაგარტის“ ტურიზმის სექტორის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს თბილისსა და ბათუმში სულ 7 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობა 986-ია.

თბილისი:

პულმან აქსის თაუერსი - 220 ოთახი;
ჰილტონ გარდენ ინი - 170 ოთახი;
იბის ბაჯეტი - 137 ოთახი;
რამადა ბაი ვინდჰემ - 125 ოთახი;
რამადა ოლდ თბილისი - 107 ოთახი;
გოლდენ ტიულიპ დიზაინი - 77 ოთახი;

ბათუმი:

ქორთიარდ მერიოტი - 150 ოთახი.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში მაღალი და საშუალო კლასის ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 5 456 შეადგინა. რაც შეეხება ბრენდული სასტუმროების ოთახების რეგიონების მიხედვით განაწილებას, ამ მხრივ თბილისში ოთახების ჯამური რაოდენობის 61.5% მოდის; აჭარაზე - 21.9%; გურიაზე - 4%; მცხეთა-მთიანეთზე - 4%; სამცხე ჯავახეთზე 3.9%; კახეთზე - 3.8%; იმერეთზე კი 0.8%.

„გალტ & თაგარტის“ ტურიზმის სექტორის კვლევის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბევრი ბრენდირებული სასტუმროს პროექტი პანდემიის გამო შეწყდა, მაგრამ დაგეგმილი პროექტების რაოდენობა მაინც სოლიდურია. მიმოხილვაში ჩანს, რომ 2025 წლისთვის ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობა თბილისში 5 529-მდე (დღეს არსებული 3 358 ოთახი), ბათუმში 1 962-მდე (1 195 ოთახი), ხოლო სხვა დანარჩენ რეგიონებში 2 034-მდე(903 ოთახი) უნდა გაიზარდოს.