მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 დეკემბრის covid-სტატისტიკა: გამოვლინდა ინფიცირების 4 509 შემთხვევა

61aefaadace30
ინგა მურუსიძე
07.12.21 10:52
449
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 და გამოჯანმრთელების 4 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

7 დეკემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 871 580 , ბოლო 24 საათში - 4 509
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 813 872 , ბოლო 24 საათში - 4 042
მათ შორის გარდაცვლილი - 12 466 , ბოლო 24 საათში - 59
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 47 328, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 36 011, PCR ტესტით - 11 317
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,53%, ბოლო 14 დღის - 8,52%, ბოლო 7 დღის - 8,13%
სულ აცრილია - 2 251 150, დღიურად აცრილია - 12 194
კარანტინის რეჟიმში - 32
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 545
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 135.