მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 დღეში კორონავირუსის 575 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი - NCDC

6295f14754c2d
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 14:48
466
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ბოლო 7 დღეში საქართველოში კორონავირუსის 575 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, მოცემულ პერიოდში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევები 104 996 ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 95 506 ანტიგენ, ხოლო 9490 PCR ტესტი იყო. 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 0.55%-ს შეადგენს. 

NCDC-ის ინფორმაციით, ქვეყნაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავირუსის სტატისტიკა ყოველდღიურად აღარ ქვეყნდება.