მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7-დღიან პერიოდში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებით მსოფლიოში პირველ ადგილზე საქართველოა - NYT

5fcdee0ec6ea5
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.20 13:14
4395
The New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100,000 მოსახლეზე COVID-19-ით ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელს ასახავს. სტატიის მიხედვით, საქართველო რეგისტრირებული ინფიცირების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე საშუალოდ 115.3 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლიდა. საქართველოს შემდეგ სიაში სერბეთი, სან მარინო და ლუქსემბურგი მოდიან. შედარებისთვის, რუსეთში 100,000 მოსახლეზე ბოლო მაჩვენებელი 18.7 ახალი ინფიცირებულია, თურქეთში - 38.3, უკრაინაში - 29.7, სომხეთში - 34.7, აზერბაიჯანში კი 40.9-ია. 



"ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში წარდგენილი ინფორმაცია 6 დეკემბრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეს ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირების ჯამური რიცხვი 164 976-მდე გაიზარდა. დღესვე 36-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა.  სულ ვირუსმა ქვეყანაში 1 540 ადამიანი იმსხვერპლა.