მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ძირითადი პროდუქტი არ უნდა გაძვირდეს - პრემიერის დავალება ლევან დავითაშვილს

5e7203f462975
ინგა მურუსიძე
18.03.20 15:30
2642
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ცვალებადობა იყოს პროდუქტების ფასებზე.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს საკმარისზე მეტი მარაგი, ასევე მარაგები ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ შეიძლება საზღვარზე გამოიწვიოს შეზღუდვები, მაგრამ ეს არ არის არსებითი.

ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მაქსიმუმ ორ დღეში ამოიწურება და მნიშვნელოვან შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ გვაქვს კომუნუკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ სუბიექტებთან, მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ მთლიანი ბიზნესპროცესის კორდინირებას და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს არ ველოდებით. დამატებით, პრემიერის მხრიდან გაცემულია დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იქნას შენარჩუნებული ფასები. სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ცვალებადობა იყოს ამ პროდუქტებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ეს პროდუქტებია - ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.