მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 მაისი: გამოვლინდა ინფიცირების 1 547 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 131 მოქალაქე

6094d7daa8996
ინგა მურუსიძე
07.05.21 10:55
487
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25541 ტესტი. კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა 1547 მოქალაქეს. გარდა ამისა, ვირუსი დაამარცხა კიდევ 1131-მა პირმა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, ვირუსმა 18 მოქალაქე იმხვერპლა. 

7 მაისის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 319266 , ბოლო 24 საათში - 1547
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 298807 , ბოლო 24 საათში - 1131
მათ შორის გარდაცვლილი - 4245 , ბოლო 24 საათში - 18
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25541, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14212, PCR ტესტით - 11329
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%
სულ აცრილია - 54687, დღიურად აცრილია - 3089
კარანტინის რეჟიმში - 69
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4354
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 759.