მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 მაისიდან თურქეთში მოქმედი "ლოქდაუნი" მკაცრდება

609237112db0c
თათია კაკიაშვილი
05.05.21 11:35
883

თურქეთის მთავრობამ COVID19-ის შესაჩერებლად გამოცხადებული "ლოქდაუნის" ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. 4 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთის მთავრობამ სავაჭრო სექტორის შეზღუდვები გაამკაცრა და სურსათით, პირველადი მოხმარების პროდუქციითა და სამედიცინო პროდუქტებით ვაჭრობის გარდა ყველა სხვა დასახელებით ვაჭრობის სფერო დახურა.

გუშინ დაწესებული შეზღუდვები კი 7 მაისიდან ამოქმედდება.

თურქეთში "ლოქდაუნი" 29 აპრილს ამოქმედდა და ის ძალაში 17 მაისის ჩათვლით იქნება. მის ფარგლებში მოქალაქეებს აუცილებელი საჭიროების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებათ. კონკრეტული ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ მთავრობის ნებართვით მიიღება. 

იხურება ყველა სკოლა და სწავლება ონლაინრეჟიმში გადადის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა მინიმუმამდე მცირდება. ამ შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუშაკები, ასევე კვებისა და წარმოების სექტორის თანამშრომლები.

რაც შეეხება ქვეყანაში საერთაშორისო ფრენებს და ტურიზმს -  21 აპრილიდან თურქეთში ჩასული ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, 14-დღიან კარანტინში ყოფნა მოუწევთ თურქეთის ხელისუფლების მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილებში, ხოლო მე-14 დღეს ასეთი ადამიანები PCR ტესტებს ხელახლა ჩაიტარებენ, რის შემდეგაც თუ ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინე სივრცეს. 

15 მაისიდან ჰონკონგიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან, ვიეტნამიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, სამხრეთ კორეიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლატვიიდან, ლუქსემბურგიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან ჩამოსული ხალხისთვის PCR ტესტის შედეგების წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.