მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 მილიარდერი, რომელთა ქონება პანდემიის დროს 50%-ზე მეტით გაიზარდა

5eea690eca563
თამთა ჯიჯავაძე
18.06.20 00:10
3874
პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ადამიანი დააზარალა, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც პირიქით, გამდიდრდნენ კიდეც. Forbes-ის მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით, GoBankingRates.com-მა აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს 50 უმდიდრესი ადამიანიდან შვიდის ქონება 50%-ით და მეტით გაზარდა 18 მარტიდან 4 ივნისამდე პერიოდში.

ამ სიის სათავეში Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკია, რომლის ქონებაც 55%-ით გაიზარდა და $38 მილიარდს გადააჭარბა. ამის მიზეზი Tesla-ს აქციების ფასის ზრდაა. 18 მარტს, კომპანიის აქცია $361.22 ღირდა, 4 ივნისს კი $864.38. მასკს Tesla-ში 38.7 მილიონი აქცია აქვს. ამასთან, ორშაბათს კომპანიის აქციის ფასმა უკვე $990.90-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს რომ ელონ მასკის ქონება ბოლო მონაცემებით $42 მილიარდს შეადგენს.

კიდევ ერთი მილიარდერი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს გამდიდრდა, არის Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი. 18 მარტიდან 4 ივნისამდე ცუკერბერგის ქონება 52%-ით გაიზარდა და $83 მილიარდს მიაღწია. 18 მარტს Facebook-ის აქციის ფასი $146.96 იყო, 4 ივნისს კი $226.29. ცუკერბერგი კომპანიაში დაახლოებით 400 მილიონ აქციას ფლობს. აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის $150 მილიონზე მეტი გაიღო.

გამდიდრებული მილიარდერების შვიდეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ელონ მასკი, Tesla/SpaceX/The Boring Company

ქონება 18 მარტს: $24.6 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $38.2 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 55%

მარკ ცუკერბერგი, Facebook

ქონება 18 მარტს: $54.7 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $83.4 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 52.47%

მაკეშ ამბანი, ინდური ენერგოკომპანია Reliance Industries

ქონება 18 მარტს: $36.8 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $58 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 57.6%

დიტერ შვარცი, Schwarc Group

ქონება 18 მარტს: $19.8 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $33.1 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 67%

თადაში იანაი, იაპონური Fast Retailing

ქონება 18 მარტს: $19.7 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $29.61 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 50.2%

ალენ ვერტჰაიმერი, Chanel

ქონება 18 მარტს: $17.1 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $26.3 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 53.8%

ჟერარ ვერტჰაიმერი, Chanel

ქონება 18 მარტს: $17.1 მილიარდი

ქონება 4 ივნისს: $26.3 მილიარდი

ქონების პროცენტული ცვლილება: 53.8%.