მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ოპოზიციური პარტიის 7-პუნქტიანი შეთანხმება ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად

5f71d4874fa6a
ინგა მურუსიძე
28.09.20 17:34
1069
ოპოზიციურმა პარტიებმა - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ დღეს 7 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანას ითვალისწინებს.

შეთანხმება  განათლების სფეროში ექსტრაორდინალურ რეფორმებსაც ითვალისწინებს.  

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
3. სახელმწიფო საკუთრება - საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება.
4. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-მდე;
5. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;
6. კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება;
7. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას.