მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 საკითხი, რომლებსაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ

628213ac1ee21
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 13:02
1064
16 მაისს 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს საკითხებია:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ქეიემჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ - მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ - საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” - მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ” - მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ - მომხსენებელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” - ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.