მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 38%-ით გაიზარდა

6304bff791b4a
მარიამ ვარადაშვილი
23.08.22 16:13
817

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით jobs.ge-ზე 38 048 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2021 წლის 7 თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 38%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 155%-ით არის გაზრდილი.

მოცემულ პერიოდში საშუალო თვიური ზრდის ტემპი 7%-ს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვაკანსია ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ცნობით, ამ დარგში ჯამში 12 990 ვაკანსია იყო, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 54%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შემდეგ 11 179 ვაკანსიით გაყიდვების/შესყიდვების კატეგორია მოდის. ამ ტიპის ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 62%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215%-ით გაიზარდა.