2021 წლის იანვარ-აგვისტოში ფქვილის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. აღსანიშნია, რომ იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 2019 წლის მონაცემებსაც მცირედით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველომ 2.8 მლნ დოლარის ღირებულების 9 614.7 ტონა ხორბლის ან ჭვავის ფქვილი შეიძინა. (2020 წლის 7 თვე 1.9 მლნ დოლარი, 6 630.7 ტონა; 2019 წლის 7 თვე - 2.7 მლნ დოლარი, 9 301.3 ტონა).
მნიშვნელოვანია, რომ აქაც, ისევე როგორც ხორბლის იმპორტისას, ყველაზე მსხვილი საიმპორტო ბაზარი რუსეთია.
შესაბამისად, უცხოურ ბაზრებზე შეძენილი ფქვილის 92.8% სწორედ რუსეთზე მოდის. ამასთან, ამ მიმართულებიდან იმპორტი 2020 წლის 7 თვესთან შედარებით აღნიშნულ წელს 66.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 56.3%-ია. ძირითადი საიმპორტო ბაზრები კი ასე გამოიყურება:
1. რუსეთი - 2.6 მლნ დოლარი, 9 225.5 ტონა;
2. იტალია - 60.7 ათასი დოლარი, 76.1 ტონა;
3. თურქეთი - 52.8 ათასი დოლარი, 115.0 ტონა;
4. ლიეტუვა - 40.6 ათასი დოლარი, 142.1 ტონა;
5. ავსტრია - 28.7 ათასი დოლარი, 44.7 ტონა;
6. საფრანგეთი - 12.7 ათასი დოლარი, 10.8 ტონა;
უმნიშვნელო მოცულობებით ხორბლის ფქვილის იმპორტი გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და ნიგერიიდან განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის მწარმოებელთა და პურის მწარმოებელთა ასოციაციები რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდის მიზეზებზე საუბრობენ და იმ საფრთხეებს ასახელებენ, რომელმაც შესაძლოა, ადგილობრივი წისქვილები დააზარალოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი