11.აგვისტო .2022 16:29

7 თვის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარზე Turkish Airlines ლიდერობს

7 თვის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარზე Turkish Airlines ლიდერობს
views 538
უკან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის  7 თვეში  რეგულარული და ჩარტერული ავიარეისებით Turkish Airlines საქართველოს ავიაბაზარზე 288 808 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ავიაბაზრის ლიდერია. გადაყვანილი მგზავრებით მეორე ადგილზეა უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელიც 7 თვეში 279 663 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 12% დაიკავა. 

იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად მესამე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი  Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 206 512 მგზავრს მოემსახურა.

მეოთხე ადგილს 6%-იანი წილით ბელორუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც მოცემულ პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე 136 155 მგზავრს მოემსახურა. ბაზრის 5-5%-ის მფლობელები და შესაბამისად მეხუთე ადგილზე არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა