მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

70 წელს ზემოთ, მარტოხელა პენსიონერებისთვის პირბადეების დარიგება ხვალ დაიწყება - თურნავა

5e775cac1a80d
დავით ჯალაღონია
22.03.20 16:38
779
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ, 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერებისთვის პირბადეების დარიგება დაიწყება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ პირბადეები დეფიციტშია, ეს არის გლობალური პრობლემა, მაგრამ რეკორდულ პერიოდში შევძელით, აგვემოქმედებინა პირბადეების ადგილობრივი წარმოება, რომელიც ადრე ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდებოდა, ნულიდან დავიწყეთ და ეს წარმოებები უკვე გამართულია.

ამ პროგრამაში მრავალი სამკერვალო ქარხანაა ჩართული და როგორც კი ჩვენ ნედლეულის რიტმულ მიწოდებას ავაწყობთ, შევძლებთ, რომ უფრო მასობრივად დავიწყოთ წარმოება, მაგრამ დღესაც რასაც ვაწარმოებთ, შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ იმ კატეგორიებზ"ე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე დგას", - განაცხადა მინისტრმა.

აქვე, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ მხრივ პრიორიტეტულ ჯგუფებში მედიის წარმომადგენლებიც არიან.

"თქვენ, დამერწმუნეთ, რომ კერძო სექტორის ჯგუფებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხართ, თუმცა მას შემდეგ, რაც 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს. ამას ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მეც კი არ მაქვს პირბადე. პირველ რიგში, პრიორიტეტი 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერია. ამ კატეგორიაში ორშაბათს ვიწყებთ დარიგებას“, - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.