მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

70 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია 250 ლარს მიაღწევს - პრემიერი

5ee1dca7d029e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 11:21
1547
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტის მიუხედვად 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონებითვის 1 ივლისიდან პენსია გაიზრდება.

„ჩვენ ამ ბიუჯეტს პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა.

ამ შენარჩუნებული მექანიზმებით ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით. მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით მთავრობამ პენსიონერებისთვის პენსიის გარანტირებული ზრდისთვის ისეთი მექანიზმები და ქვედა ჩამკეტები შეიმუშავა, რომ ყოველწლიურად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად პენსია 20-25 ლარით გაიზრდება.

„ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომელიც ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს, ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან ასევე 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის შემთხვევაში თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზომოთ 25 ლარს“, - განაცხადა პრემიერმა.