25.მარტი .2020 21:10

72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა - ბიზნესომბუდსმენის აპარატი

views 620
უკან

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატი იტყობინება. 

უწყების ცნობით, ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 - ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა.

"ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა:

  • · მაგთიკომი
  • · არ ემ ჯი
  • . საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, 6 კომპანია 
  • · მეტრო ჰოლდინგი
  • · თელავის ღვინის მარანი
  • · პე-ეს-პე ჯგუფი
  • · თეგეტა მოტორსი
  • · ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი
  • · ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • · საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე
  • · ჰუალინგი
  • · სამშენებლო კომპანია დირსი
  • · თბილი სახლი
  • · სარაჯიშვილი
  • სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი"
  • · სუპერმარკეტების ქსლი "ზღაპარი"
  • · ქსელი „სუფთა სახლი“
  • · რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი
  • · ასკანელი ძმები

StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება", - იტყობინება ბიზნესომბუდსმენის აპარატი.