28.ივლისი .2020 14:03

73% - ექიმები/მთავრობა, 17% - გენეტიკა/რელიგია - რითი ხსნიან რესპოდენტები ინფიცირების დაბალ მაჩვენებელს

views 405
უკან

გამოკითხული მოსახლეობის 73% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დაბალ მაჩვენებელს ექიმებს და მთავრობას უკავშირებს, ხოლო 17% - გენეტიკას და რელიგიას, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული.

6% - ამბობს, რომ მათგან არცერთ შეხედულებას არ ეთანხმება, ხოლო 4% ამბობს, რომ არ იცის. თავად ვირუსის გავრცელებას რაც შეეხება, გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა, 30% ამბობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 22%-ის აზრით კი, ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, ხოლო 3% აცხადებს, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს.

ცნობისთვის: კვლევის საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა. ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე შედგა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მასში, 1,550 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა