მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

750 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

5fb28d599f3b7
BM.GE
16.11.20 19:00
616
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 750 კოლოფი (15 000 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

როგორც BM.GE-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.