მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

79 და 81 წლის პაციენტები - საქართველოში კორონავირუსს 2 მსხვერპლი ჰყავს

5e89931aade1c
თელარა გელანტია
05.04.20 12:11
1355
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონია. ის კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა მაშინვე კრიტიკულად შეფასდა.

ჯერჯერობით, უცნობია, ე.წ. რომელი კლასტერიდანაა გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი.

შეგახსენებთ: კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი საქართველოში გუშინ, 4 აპრილს დაფიქსირდა. ვირუსმა 79 წლის ქალი იმსხვერპლა. ის ე.წ. მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან იყო.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის უახლესი სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 170;
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36;
მათ შორის გარდაცვლილი- 2;
კარანტინის რეჟიმში - 5067;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.