27.აგვისტო .2020 14:35

8 სექტემბერს სტუდენტებისთვის სპეცრეისს “მაი ვეი ეარლაინსი” შეასრულებს

views 590
უკან

საქართველოს მთავრობამ ქართველი სტუდენტების გარკვეული ჯგუფის მოთხოვნა გაითვალისწინა და კიდევ ერთი სპეცრეისი ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება. ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება.

როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სპეცრეისი 8 სექტემბერს, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რეისს ავიაკომპანია “მაი ვეი ეარლაინსი” შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა