28.აგვისტო .2020 11:13

8 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

views 158
უკან

8 ახალი ინფიცირებულიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული 3 პაციენტის ინფიცირების წყაროების და კონტაქტების მოძიება.

„8 ახალი ინფიცირებულიდან 2 არის ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 იმორტირებული შემთხვევა და 3-ის ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზეე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. მათ შორის 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

stopcov.ge-ის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.