რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება. 8 იანვრიდან კი ვაკის პარკის მიმდებარედ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება.
ორმხრივი მოძრაობის გახსნის შედეგად, ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს:
• ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს.
• ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც.
• ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ.
• აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც მოხვდება.
• კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება.
• ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე - კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე.
• ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება.
• ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N9, N21, N34, N51, N59, N61, N87, N88 და N140 და მიკროავტობუსები: N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202 კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდებიან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის