18.ივლისი .2020 10:33

8 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

views 633
უკან

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 8-ით, 1018-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 895 და ეს რიცხვი 10-ითაა გაზრდილი.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი - უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

განახლებული სტატისტიკა კი ასეთია:


• გარდაცვლილი - 15
• კარანტინის რეჟიმში - 5627
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 228
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.