მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 ინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

5f23b66c1db92
BM.GE
31.07.20 10:00
894

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის სტატისტიკა კი ასეთია:

გარდაცვლილი - 17
კარანტინის რეჟიმში - 6498
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 327
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 1 გაჩიანის წყაროა და 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.