მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 მარტიდან მთის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება - რა ეღირება მგზავრობა?

6043d4c155915
BM.GE
06.03.21 23:12
1312
8 მარტიდან საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება. საბაგიროებით მგზავრობის ფასები უკვე განსაზღვრულია. როგორც bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, გუდაურის საბაგიროებზე ერთი ასვლა უფროსის შემთხვევაში 10 ლარი ეღირება, ბავშვისთვისაც იგივე ფასია. სამი ასვლის ფასი კი 25 ლარი იქნება. რაც შეეხება ერთდღიან აბონემენტებს, მისი ფასი უფროსის შემთხვევაში 40 ლარი, ხოლო ბავშვის შემთხვევაში - 25 ლარი იქნება.

იმოქმედებს ასევე ე.წ მულტიქარდები. გუდაური/ბაკურიანი/გოდერძი/მესტიის საბაგიროებზე სეზონზე 10-დღიანი მულტიქარდის ფასი 270 ლარი იქნება უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში კი 135 ლარი, სეზონური მულტიქარდი (სეზონები - ზამთარი 2021, ზაფხული 2021, ზამთარი 2021-2022) 700 ლარი ეღირება უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში კი 350 ლარი, სტუდენტური სეზონური მულტიქარდიც 350 ლარი ეღირება.

ამასთან, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, საბავშვო ასაკი განისაზღვრება 18 წლამდე. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.

სტუდენტური აბონემენტი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. სტუდენტური აბონემენტის შესაძენად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. საქართველოს მოქალაქე პენსიონერებზე კი გაიცემა 1 დღიანი აბონემენტი უფასოდ.