მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მჯერა, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ სტარტაპების, ფინტექების უდიდესი ჰაბი გახდეს" - VISA

62a62c7960453
თამთა ჯიჯავაძე
12.06.22 23:00
1025
მჯერა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ხვალ ახალი ბიზნესების, სტარტაპების, ფინტექების უდიდესი ჰაბი გახდეს, - ამის შესახებ გადაცემა „Forbes კვირაში“ კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა და უფროსმა დირექტორმა, დიანა კიღურაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში ნათელია.

„ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ. ორი წლის წინ აბსოლუტურად რადიკალური სურათი გვქონდა. ერთი მხრივ პანდემიამ დააჩქარა ეს პროცესი. მეორე მხრივ მჯერა, რომ ჩვენ ვაგროვებთ გამოცდილებას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, როგორიც „შარქ თენქ საქართველოა“. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პროექტები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არსებითია.

„ყველა კომპანია, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, უზრუნველყოფს იმას რომ ბიზნესები აგროვებენ გამოცდილებას. თუნდაც ასეთი დიდი პლატფორმა, როგორიც მსოფლიოს დონის შოუა [შარქ თენქ საქართველო], სადაც ძალიან ფართო მასისთვის ხდება ნათელი ის ურთიერთობა, რაც ერთი მხრივ წარმატებულ ბიზნესს, მეორე მხრივ დამწყებ ბიზნესს, ხოლო მესამე მხრივ მომხმარებელს შორის არსებობს. შეიძლება ეს პროცესი ვიღაცისთვის ადრე დახურული იყო, ახლა კი სრულად გახსნილი და საჯაროა. ის ხედავს რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადადგას მსგავსი ნაბიჯი. რწმენაც ემატება იმაში რომ მისი იდეა ხვალ განახორციელოს“, - დასძინა დიანა კიღურაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად „შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დამწყები ბიზნესები, მეწარმეები "შარქებს", იგივე ინვესტორებს წარუდგენენ იდეას, ინვესტიციების ჩადების სანაცვლოდ კი ბიზნესის გარკვეულ წილს სთავაზობენ.