მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 საკითხი, რაზეც კორონავირუსის პირობებში Galt&Taggart ყურადღებას ამახვილებს

5e71013a1c9dc
BM.GE
17.03.20 21:45
1220
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით 8 პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას:

"კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს. ეს გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე ისე სხვა ქვეყნებზე. 

ამ გამოწვევიდან გამომდინარე გართულებული პროგნოზირების მიუხედავად, გვინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილოთ ყურადრება:

1. ვფიქრობთ, რომ ყველანაირი სცენარისთვის რომ ვიყოთ მზად კარგია, რადგან ფსიქოლოგიურად ვიქნებით შემზადებულები და პანიკა დროს აღარ წაგვართმევს და რაციონალურად ვიმოქმედებთ.

2. ამ სიტუაციაში რაც კარგია, არის რომ სამთავრობო წრეებს, ბიზნესს და ანალიტიკოსებს შორის არის მჭიდრო კომუნიკაცია, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს გადაცემების მხრიდან მონაცემების გამჭვირვალედ გაშუქება, რაც სიტუაციის მართვისთვის პოზიტიურია.

3. ზოგადად ქვეყანაში პროფესიონალიზმი გაზრდილია. ამასთან დაკავშირებით, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ბოლო 2 წელია რასაც ჩვენ ვუყურებთ ბიზნესის კეთება „დატა დრივენ“ გახდა საქართველოში. ჩვენი კომპანიის მაგალითზე კომპანიების მომართვიანობა გაზრდილია, ჩვენ გავქვს კლიენტზე მორგებული კვლევები და და კლიენტების მხრიდან დაინტერესებაა, როგორც ტურიზმის ასევე წაროების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებზე. კრიზის ფონზე და შემდგომ შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებები ნაკლები იქნება და უფრო მომზადებული შეხვდებიან კომპანიები და სამომავლო გეგმებზეც შესაბამისი გათვლები გაკეთდება.

4. ტურიზმს რაც შეეხება, რომელიც ყველაზე მეტად არის დარტყმის ქვეშ პანდემიიდან გამომდინარე, აქ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა გლობალური თუ ლოკალური შოკები მსოფლიოში, მაგალითად ღორის გრიპი, ქათმის გრიპი, ტერორისტული აქტები, სტიქიური უბედურებები, რომლებიც მაქსიმუმ ერთ წელს ანელებს ტურიმზმს და შემდგომ საკმაოდ სწრაფად იზრდება. საქართველოს აქვს შანსი, რომ კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს ტურიზმი, ალბათ მოგზაურთა ნაწილს რომელსაც უფრო რისკის ეშინია აღარ წავლენ ან შორეულ ქვეყნებში და ეს მოგზაურები შესაძლებელია დამატებით მოვიზიდოთ.

5. აქვე უნდა აღვნიშნოთ ეკონომიკის თვითუზრუნვეყოფა, რა თქმა უნდა პანიკური შესყიდვები იყო და ეს ყველა ქვეყანაშია, მაგრამ რომ ჩავიხედოთ სტატისიკაში ის პროდუქტები რაც აუცილებელია და მათ შორის საკვები, უფრო მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ.

6. ასევე, ჩვენი ხარჯების სტრუქტურაში სურსათი და სასმელი მესამედია, რაც ნაკლებად შემცირდება და ადგილობრივი წარმოებასაც შეუწყობს ხელს, რაც ეკონომიკის გარკვეულ მიმართულებებს დაეხმარება.

7. ხელმისაწვდომია მნიშვნელოვანი საგარეო დაფინანსება, სავალუტო ფონდმა გამოყო 50 მილიარდი დოლარი და გუშინ დამატებით გამოთქვა მზადყოფნა 1 ტრილიონი დოლარის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობაზე, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

8. და ბოლოს შევეხოთ ბიუროკრატიას. ბოლო წლების ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე მიმართული წარმატებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიოული ბარიერების ზრდა და გადაწყვეტილებების გაჭიანურება სერიოზული შემაფერხებელი იყო ბიზნესის კეთებისთვის. კრიზის და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბიუროკრატიის შემცირებით და ეკონომიკის მოქნილობის გაზრდით ჩვენ ბერკეტი გვაქვს, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გავაჯანსაღოთ", - წერს ევა ბოჭორიშვილი.