მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თებერვალს ჩატარდა 3 566 აცრა - NCDC

6203734ed08de
ინგა მურუსიძე
09.02.22 13:10
511
9 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 759 753 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 341 049 , >18 ასაკის მოსახლეობის 46.7%

სრულად ვაქცინირებულია 1 229 404 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.8%, გარდა ამისა, ბუსტერ დოზით აცრილია 186 849 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 971 (2.24%) სრულად აცრილია - 2 891 (1.63%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 478 (15.39%) სრულად აცრილია- 10 927 (13.47%);

NCDC-ს ცნობით, 8 თებერვალს ჩატარდა 3 566 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge