მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 20.5%-ით გაიზარდა

5d94a6c81d116
დავით ჯალაღონია
03.10.19 09:00
912
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში 835 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 20.5%-ით აღემატება.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგია ორი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოს ჯამურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის ანალოგიურ რვათვიან პერიოდში რუსეთიდან 14%-ით მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანიდან კი - 30%-ით.

ელექტროენერგიის იმპორტი - 8 თვე
(მლნ კვტ.სთ)

                              2018             2019

რუსეთი                    65.4             74.7

აზერბაიჯანი             583.3            760.5

სომხეთი                      7.8               -

თურქეთი                   36.5               -

სულ                       692.9           835.2