19.სექტემბერი .2019 14:50

8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 7,7%-ით შემცირდა

views 183
უკან

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 676,8 ათასი ტონა შეადგინა , რაც 56,4 ათასი ტონით, ანუ 7,7%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (733,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 349,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13,5 ათასი ტონით, ანუ 3,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 327,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 42,9 ათასი ტონით ანუ 11,6%-ით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 231,8 ათასი ტონა, ანუ 66,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 109,7 ათასი ტონა, ანუ 31,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 7,6 ათასი ტონა, ანუ 2,2%.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 197,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 190,5 ათასი ტონა (28,1%), აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი - 69,6 ათასი ტონა (10,3%); ბულგარეთი - 60,3 ათასი ტონა (8,9%), საბერძნეთი - 35,4 ათასი ტონა (5,2%) და სხვ.