მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 წარმატებული და მდიდარი ადამიანი, რომლებიც სკოლის გამოცდებში ჩაიჭრნენ

5f37f736b0675
ნათია თაქთაქიშვილი
16.08.20 00:03
1919
მსოფლიოს წარმატებული და მდიდარი ადამიანების ნაწილი სულაც არ გამოირჩეოდნენ სკოლაში მაღალი ქულებით და ზოგ შემთხვევაში გამოცდებსაც ვერ აბარებდნენ, ასევე ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისინი სკოლიდან გაურიცხავთ. ამის შესახე Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მათთვის ცუდ აკადემიურ მოსწრებას წარმატების მიღწევასა და გამდიდრებაში ხელი არ შეუშლია.

Business Insider-ი 8 წარმატებული და მდიდარი ადამიანის სიას აქვეყნებს, რომლებმაც სკოლაში მიღებული იმედგაცრუების მიუხედავად, ცხოვრებაში მოგვიანებით დიდ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის არის სტივენ სპილბერგი და რიჩარდ ბრენსონიც:

1. საიმონ რუბენი
სიმონ რუბენი დიდი ბრიტანეთის მეორე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 21 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (16 მილიარდი ბრიტანული ფუნტი).

2. დებორა მიდენი
დებორა მიდენი მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკუთარ საოჯახო ბიზნესშია ჩართული და მისი ქონება 52.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (40 მილიონი ფუნტი სტერლინგი).

3. სტივენ სპილბერგი
სტივენ სპილბერგი 17 ოსკარის მფლობელია და მისი ქონება Bloomberg-ის მიხედვით, 6.68 მილიარდ აშშ დოალრს შეადგენს.

4. მიშელ მონი
მიშელ მონი თეთრეულის ბიზნესშია ჩართული და მისი ქონება 20 მილიონ ფუნტს შეადგენს.

5. გარი ვაინერჩუკი
გარი ვაინერჩუკი ციფრული კომპანიების გურუა, მისი ქონება 140 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

6. ბარბარა კორკორანი
ბარბარა კორკორანი New York City-ის საცალო გაყიდვების დედოფალია, მისი ქონება 66 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

7. ჟო ქუნფეი
ჟო ქუნფეი ჩინელი ბიზნეს ლედი, რომლის ქონებაც 13.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

8. რიჩარდ ბრენსონი
Virgin Group-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონის ქონება 4.5 მილიარდ აშშ დოალრს შეადგენს.