მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 წელში "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 58 ათასამდე ადამიანი დასაქმდა - მინისტრი

62bd8395a8674
BM.GE
30.06.22 15:15
710
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ თანადაფინანსებულ ერთ ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ანგარიშის პრეზენტაციისას.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს - ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. შეფასებისთვის შეირჩა ინდუსტრიული ნაწილის 292 ბენეფიციარი. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი. დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შეიქმნა 58 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას, რომელიც ყველაზე მოწყვლადია იმისთვის, რომ მათ ეკონომიკურ შოკებს გაუძლონ და წარმატებულები იყვნენ. რაც შეეხება დასაქმებას - 58 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული „აწარმოე საქართველოში“-ს მხოლოდ იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც გაანალიზებულია“, -განაცხადა დავითაშვილმა.