მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი - ღარიბაშვილი

62a460965fecd
თელარა გელანტია
11.06.22 13:25
2222
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ივნისის ბოლოს ერვოკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.

პრემიერს არ დუაკონკრეტებია, რა იგულისხმა „ფარდის ახდაში“ და მხოლოდ ის თქვა, რომ ჯერჯერჯობით, პოლიტკორექტულობას შეინარჩუნებს.

„გეუბნებით მთავარს, რომ ამ ეტაპზე მინდა, რომ შევინარჩუნო პილიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ჩემს ხალხს, ვალდებული ვიქნები, რომ ჩავაბარო ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და მიკერძოებულია.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია გაჯერებულია ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით... იცით, რა არის ჩემთვის სამწუხარო - აი, ის დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა - 300-მა ადამიანმა აჩვენა, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის.

დაველოდებით 23-24 ივნისს, რათა გავიგოთ ევროპელი მეგობრების რეალური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ... ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი ამაყი ხალხით.

ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვინმეს ვეხვეწებით. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. მე ეს საჯაროდ ვთქვით ბრიუსელში, ბრატისლავასა და დავოსში. ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებლად. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას.

17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება... დაველოდები 23-24 ივნისს. იქამდე მე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვისაუბრო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთივე უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყფელი ჩვენი ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს <მოვუყვები>, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.